დღეს ქ. რუსთავის #17 საჯარო სკოლაში ჩატარდა აქცია. აქცია მოიცავდა სკოლის ტერიტორიის გამწვანებას. ნერგები სკოლას მოაწოდა ქალაქის გამწვანების სამსახურმა, ხოლო მეცხრე კლასის ბავშვებმა დიდი მონდომებით დარგეს კედარის ნერგები სკოლის ეზოში. იმედია ასეთივე მონდომებით გააგრძელებენ ნერგებზე ზრუნვას და სკოლის ტერიტორია კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება. მადლობა ყველას, ვინც ზრუნავს სკოლის სასიკეთოდ.

No comments:
Post a Comment